ჯორჯ უემსის საქმის ირგვლივ სიახლეებია

2018-12-07 17:38:53
325

კამერუნის მოქალაქე ჯორჯ უემსზე განხორციელებულ თავადსხმასთან დაკავშირებით სსკ–ის 126–ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა) აღძრული სისხლის სამართლის საქმე 142 პრიმა მუხლით (რასობრივი დისკრიმინაცია)[2] გადაკვალიფიცირდა. თუმცა რამდენადაც ცნობილია, სავარაუდო თავდამსხმელს ამ დროისთვის ბრალი წარდგენილი არ აქვს და დაკავებულიც არავინაა. სავარაუდო თავდამსხმელი საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში უკვე ამოიცნო დაზარალებულმა.   

ჯორჯ უემსს სამართლებრივად არასამთავრობო ორგანიზაცია "ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი" იცავს. ორგანიზაციის მიერ მიერ ამ თემაზე გავრცელებულ მასალაში ნათქვამია, რომ"უკანასკნელ პერიოდში გახშირდა რასიზმისა და სიძულვილით მოტივირებული ქმედების შემთხვევები. მსგავსი შეუწყნარებლობის მსხვერპლი, ყველაზე ხშირად, აფრიკისა და აზიის ქვეყნების წარმომადგენელი პირები ხდებიან. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, სამართალდამცავმა უწყებებმა მოახდინონ მყისიერი და ადეკვატური რეაგირება სიძულვილის მოტივით ჩადენილ ყოველ ქმედებაზე. ამავდროულად, სახელმწიფომ უნდა შეიმუშაოს როგორც პრევენციული ღონისძიებები, ისე მკაფიო სტრატეგია და პოლიტიკა რასიზმთან, ქსენოფობიათან და შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულებთან ეფექტიანი ბრძოლის მიზნით.​"

თავდასხმა ახალგაზრდაზე 29 ნოემბერს, საღამოს 07:00 საათისთვის განხორციელდა.  

“ჩემს გვერდით იჯდა ერთი მამკაცი. მკითხა, „რას აკეთებ, რატომ ჩამოხვედი საქართველოშიო“.არაფერი მითქვამს, რადგან ნასვამი იყო და მასთან საუბარი არ მსურდა. შესაძლოა, აგრესიაგამოევლინა. ცუდ სიტყვებს ამბობდა, მაგრამ არაფერი მითქვამს. შემდეგ მხარზე მომიჭირა დამითხრა „შენ გეუბნები, ბიჭოო!“ ქართულ ენაზე მივმართავ: „რას აკეთებ, ძმა? “ ამაზე მიპასუხა: „ესეიგი ქართულიც იცი? რატომ არ მიპასუხე?!“ და დაიწყო ცემა, თავში მირტყამდა. შევეცადე, ცალიხელით თავიდამეცვა და ცალით 112-ში ვრეკავდი დასახმარებლად. ის აგრძელებდა ჩემს ცემას, სანამმერიიდან ახალ რუსთავამდე მივიდოდით. 112-ში დარეკვის შემდეგ მოვიდა პოლიცია და როდესაცმძღოლმა შეამჩნია, რომ სერიოზული ჩხუბი მიმდინარეობდა, გადაწყვიტა „მაკდონალდსთან“გაჩერებულიყო, მეგობრობის ქუჩაზე“,– იხსენებს უემსი. 

მისივე თქმით, მიკროავტობუსიდან ჩამოსულს თავდამსხმელი მეგობართან ერთად ჩამოჰყვა.

​„იმ მომენტში ისევ ტელეფონზე ვსაუბრობდი და ეს კაცი ისევ მირტყამდა. გამიმართლა, რომ ქუჩაშიიდგა ერთი გოგო, რომელმაც დაინახა ყველაფერი და გადაიღო ვიდეო“, - იხსენებს ჯორჯ უემსი.
ცნობისთვის: ჯორჯ უემსი 8 წელია რუსთავში ცხოვრობს და ინგლისურ ენას ასწავლის. ამბობს, რომ რასიზმი ყველა ქვეყანაშია და ამას მიჩვეულია, თუმცა პირველად მოხდა, რომ საქართველოში მისი კანის ფერის გამო სცემეს:

„თითქმის ყოველდღე გვესმის ისეთი სიტყვები, როგორიცაა „ზანგო“, "მაიმუნო“, მაგრამ ამასსერიოზულ ყურადღებას არასოდეს ვაქცევთ. ის სიტყვები, რაც ინციდენტის დღეს მიკროავტობუსშიმითხრეს, „რატომ ჩამოხვედი ჩემს ქვეყანაშიო“, ესეც ყოველდღე გვესმის. ზოგმა ადამიანმა არ იცისსხვაობის მნიშვნელობა. მე მყავს ბევრი ქართველი მეგობარი, ვიცნობ ბევრ ქართველს. მე აქ იმისთვისარ ჩამოვსულვარ, რომ პრობლემები შევქმნა“.