დამანგრეველი მიწისძვრა სომხეთში: დაღუპულებს საქართველოშიც იხსენებენ

2018-12-07 14:12:21
608

 

სომხეთის ქალაქ სპიტაკის მიწისძვრის შედეგად დაღუპულებს დღეს საქართველოშიც იხსენებენ. თბილისში, „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში სიმბოლურად 30-ჯერ დაირეკა ზარები, რადგან მიწისძვრიდან 30 წელი გავიდა.

"სურბ გევორგ“ საკათედრო ტაძარში ნაჩვენები იქნება დოკუმენტური ფილმი, საქართველოს სომეხთა ეპარქიის ყველა მოქმედ ეკლესიაში მიწისძვრის დროს დაღუპულთა მოსახსენებელი პანაშვიდი გაიმართება; 19:00 საათზე კი „ამირანის“ კინოთეატრში ფილმ „სპიტაკის“ პრემიერა შედგება.

1988 წლის 7 დეკემბერს 11:41 საათზე სომხეთში 7,2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ეს მიწიძვრა მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე დამანგრეველი იყო. დაიღუპა 25 ათასი ადამიანი და ნახევარმა მილიონმა სახლი დაკარგა. რამდენიმე ქალაქი და სოფელი ნაწილობრივ ამ მთლიანად გაქრა.