საქართველო გლობალური ტერორიზმის ინდექსში 12 საფეხურით დაწინაურდა

2018-12-06 20:48:26
168

საქართველო 2018 წლის გლობალური ტერორიზმის ინდექსში 12 საფეხურით დაწინაურდა.

ინდექსის თანახმად, საქართველო 138 ქვეყანას შორის 89-ე ადგილს (1,422 ქულით) იკავებს. შარშან ამავე ინდექსში საქართველო 77-ე ადგილზე იყო. 

რაც შეეხება საქართველოს მეზობლებს, აზერბაიჯანი 98-ე პოზიციას იკავებს, სომხეთი– 83–ე, რუსეთი –34-ე და თურქეთი –12–ე პოზიციას.

ინდექსის ყველაზე ბოლო პოზიციებზე არიან:  ერაყი, ავღანეთი, ნიგერია, პაკისტანი.

ხოლო საუკეთესო 26 ქვეყანას შორის არიან: ბელარუსი, კუბა, რუმინეთი, თურქმენეთი, პორტუგალია და ლიტვა.