„თუ ინაუგურაციამდე ვიქნები აღიარებული როგორც პრეზიდენტი, გრიგოლ ვაშაძე იქნება დაპატიჟებული“

2018-12-06 19:55:39
1293

საქართველოს ახლადარჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, იგი ოპოზიციური გაერთიანების საპრეზიდენტო კანდიდატს იმ შემთხვევში მიიწვევს ინაუგურაციაზე, თუ ეს უკანასკნელი არჩევნების შედეგებს აღიარებს.

„ინაუგურაციაზე იქნება თუ არა ვაშაძე? დავფიქრდები ამ თემაზე. ხვალ გეტყვით. თუ ინაუგურაციამდე ვიქნები აღიარებული, როგორც პრეზიდენტი, ის იქნება დაპატიჟებული ცერემონიაზე”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.