"NATO აგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას"

2018-12-06 19:45:35
129

NATO-ს  გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის განცხადებით, "ალიანსი აგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას".

როგორც ჯეიმს აპატურაიმ "პირველ არხთან" საუბრისას აღნიშნა, NATO საქართველოსთან დაკავშირებით ორგანიზაციაში მიღებული გადაწყვეტილებების, მათ შორის ბუქარესტის გადაწყვეტილების ერთგული რჩება. 

მისივე თქმით, ალიანსის წევრი ქვეყნები საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს მიესალმებიან.

"ალიანსის წევრი ქვეყნები ამბობენ, რომ NATO-ს მიერ მხარდაჭერილი რეფორმები ეხმარება საქართველოს, რომ ასპირანტი ქვეყანა დაუხლოვდეს ორგანიზაციის სტანდარტებს. NATO აგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას და საქართველო აგრძელებს რეფორმებს. მომავალ წელს ჩვენ ჩავატარებთ ერთობლივ წვრთნებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის დასტური იმისა, რომ ერთი გუნდი ვართ. NATO– საქართველოს ერთობლივი სწავლება 2019 წლის გაზაფხულზე გაიმართება”, – განაცხადა, "პირველი არხის" ცნობით, აპატურაიმ.