12 მისო „შავ სიაში“ მყოფ სოციალურად დაუცველებს ვალს „ქართუსგან“ დამოუკიდებლად ჩამოაწერს

2018-12-06 17:09:36
707

12 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ე.წ. „შავ სიაში“ მყოფ სოციალურად დაუცველ პირებს ვალებს უსასყიდლოდ ჩამოაწერს. 


„12-მა მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ მიიღო გადაწყვეტილება სოციალურად დაუცველი პირების ვადაგადაცილებული და ე.წ. უიმედო სესხების ჩამოწერის შესახებ. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში, 12 მისო არ გაყიდის თავის პორტფელზე „ქართუ ფონდზე“ და ამ კატეგორიის მსესხებლებს უბრალოდ, გაუნულებს სესხებს; თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ არ ვიცით, კლიენტების რა ნაწილია სოციალურად დაუცველი, ამიტომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციები თავიანთ ბაზებს გადაუგზავნიან სოციალური მომსახურების სააგენტოს, რათა სია დაზუსტდეს“, - განუცხადა bm.ge-ის მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციის ხელმძღვანელმა ბესო შენგელიამ

მისივე თქმით, აღნიშნული ინიციატივის განხორციელება მოითხოვს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებს, რათა ვალების ჩამოწერის შემდეგ მისო-ები არ დაიბეგრონ. 

 

„შეთანხმება მიღწეულია და რამდენადაც ვიცით, საგადასახადო კოდექსში ეს ცვლილება შევა“, - აღნიშნა ბესო შენგელიამ.