რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ჩეჩნეთ–ინგუშეთის საზღვრის შესახებ შეანხმება კანონიერად სცნო

2018-12-06 13:56:32
218

 

რუსეთის ფედერაციის საკნონსტიტუციო სასამართლომ კანონიერად სცნო ჩეჩნეთისა და ინგუშეთის რესპუბლიკების ახალი საზღვრის შესახებ შეთანხმება. სასამართლოს ამ საკითხის განხილვის თხოვნით ინგუშეთის ლიდერმა ევკუროვმა მიმართა.

სასამართლომ დაადგინა, რომ ხსენებული შეთანხმება რუსეთის ფედერაციის ყველა სუბიექტის აღმასრულებელი პრგანოზების მიერ სავალდებულო აღსრულებას ექვემდებარება, საბოლოოა და სამომავლო გასაჩივრებას აღარ ექვემდებარება.

სასამართლოს დადგენილების თანახმად, საზღვრის ხელახალი განსაზღვრის საკითხზე რეფერენდუმის ჩატარება სავალდებულო არ არის, ვინაიდან კანონი ფედერაციის სუბიეტებს შორის საზღვრების როგორც პლებისციტის საფუძველზე, ასევე საკანონმდებლო ორგანოების მიერ განსაზღვრას ითვალისწინებს.

ევკუროვმა რუსეთის ფედერაციის საკნონსტიტუციო სასამართლოს მას შემდეგ მიმართა, რაც თავად ინგუშეთის საკონსტიტუციო სასამართლომ შეთანხმება უკანონოდ სცნო.

რას აპროტესტებენ ინგუშები, ვრცლად იხილეთ http://accent.com.ge/ge/news/details/60792