ვიდეო ▶ მეუფე შიომ რურუებს პატრიარქის სამძიმრის წერილი გადასცა: "ძალიან დიდი მწუხარებაა"

2018-12-06 13:36:44
186

 

კულტურის ყოფილ მინისტრს, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ–ერთ ლიდერ ნიკა რურუას ვერის სასაფრაოზე დღეს, 15:00 საათზე დაკრძალავენ.

დილიდან პანაშვილდზე მისი მეგობრები, თანაგუნდელები და პოლიტიკოსები მიდიან. პანაშვიდზე იმყოფებოდა პატრიარქის თანამოსაყდრე, მეუფე შიო.  

„ჩვენ მოვიტანეთ მისი უწმინდესობის სამძიმრის წერილი. დავლოცეთ მისი სული, ვლოცულობთ მისი სულის შეწყალებისთვის. ის იყო ადამიანი, რომელიც სადაც არ უნდა წასულიყო, ალბათ ყველგან დიდ წარმატებას მიაღწევდა. ძალიან დიდი მწუხარებაა“,– განაცხადა მეუფემ.

ცნობისთვის: ნიკა რურუა 4 დეკემბერს საკუთარ სახლში გარდაიცვალა. ვერსიად გულის შეტევა სახელდება.