ანტისაჰაერო სისტემის შესყიდვასთან დაკავშირებით საფრანგეთთან კიდევ ერთი ხელშეკრულება ფორმდება

2018-12-06 11:43:56
169

ანტისაჰაერო სისტემის შესყიდვასთან დაკავშირებით საქართველოსა და საფრანგეთს შორის კიდევ ერთი ხელშეკრულება გაფორმდება,– განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და აღნიშნა, რომ ამ მიზნით ის

საფრანგეთში მიემგზავრება.

„თავდაცვის ბიუჯეტიდან 20% წელს პირველად მივმართეთ შეიარაღებაზე, რის საფუძველზეც ვყიდულობთ თანამედროვე ტექნოლოგიების სისტემებს. განსაკუთრებით აღვნიშნავ ანტისატანკო სისტემებს. ეს სისტემები წლის დასაწყისში შევიძინეთ. ამ საღამოს მივემგზავრები საფრანგეთში, რათა ხვალ  ფრანგულ მხარესთან ახალი კონტრაქტი გაფორმდეს ანტისაჰაერო სისტემის შესყიდვასთან დაკავშირებით“,– განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, პროცესი გაგრძელდება, რადგან ეს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.

„პირველი შეიარაღება ანტისაჰაერო სისტემის ფარგლებში მივიღეთ და უკვე ავამოქმედეთ",- დასძინა იზორიამ.