"საპრეზიდენტო არჩვენების ორივე ტურში გამოვლენილ ხარვეზებთან დაკავშირებით პოზიცია მკაფიოდ გამოვხატეთ, ველოდებით რეაგირებას"

2018-12-06 10:10:46
123

საქართველოში ევროკავშირის ელჩის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩვენების ორივე ტურის დროს გამოვლენილ დარღვევებზე საერთშორისო თანამეგობრობა თბილისისგან შესაბამისს რეაგირებას ელოდება. 

„ევროკავშირის ქვეყნებისა და შეერთებული შტატების ელჩებთან გამართული განხილვის შემდეგ ჩვენ მკაფიოდ გამოვხატეთ თუ რა ხარვეზები დავინახეთ საპრეზიდენტო არჩვენების ორივე ტურში. ველოდებით, რომ მოხდება შესაბამის რეაგირება. 

ანგარიში, რომელიც ეუთოს სადამკვირვებლო მისიამ წარმოადგინა, ამის საწყისი წერტილი უნდა გახდეს. ასევე მნიშვნელოვანია, მოხდეს იმის აღიარება, თუ რა არ ფუნქციონირებდა სათანადოდ ამ არჩევნებზე.

რეაგირებას ველოდებით ასევე გამოვლენილი დარღვევების გამოძიებაზეც. ევროკავშირი ყურადღებით მიადევნებს თვალს ამ გარემოებებს. რეგულარული განხილვები გვექნება ქვეყნის ხელისუფლებასთან და პარლამენტთან, რადგან ორივეს აქვს საკუთარი როლი ამ პრობლემების გადაწყვეტის კუთხით", - განაცხადა ელჩმა.