რა აკავშირებთ პუტინის ფონდის მიერ დაფინანსებულ «რუსულ კლუბთან» «ქართუს», «ასკანელებსა» და «სარაჯიშვილს»

2018-11-26 17:45:57
565

რუსულ კლუბს“, რომელიც რუსეთის პრეზიდენტ ვლდიმირ პუტინის მიერ შექმნილი ფონდის - „რუსული სამყარომიერ ფინანსდება, საქართველოში ფინანსურ მხარდაჭერას მმართველი პარტიის ლიდერ ბიძინა ივანიშვილის „ფონდი ქართუც“ უწევს. ამის შესახებ ინფორმაცია დღეს გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანებააი ფაქტმა გაავრცელა.

აქცენტი“ დაინტერესდა, კიდევ რომელი ქართული კომპანიები თუ ორგანიზაციები თანამშრომლობენ ოკუპანტი ქვეყნის ლიდერთან აფილირებულ «რუსულ კლუბთან» და რატომ.

"რუსული კლუბის" ქართული პარტნიორებ 

"რუსული კლუბის" ვებ–გვერდზე პარტნიორებს შორის სხვადასხვა რუსულ ფონდებთან და ბანკებთან ერთად, მითითებულები არიან ღვინის ქართული კომპანია "ასკანელი ძმები", ფონდიქართუ", ტურისტული გზამკვლევი GeoRoute.ge, ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანია "სარაჯიშვილი". 

თავად «რუსულ კლუბში» ხსენებულ პარტნიორებთან თანამშრომლობის შესახებ დეტალური ინფორმაციის «მოძიებას და მოწოდებას» დაგვპირდნენ, თუმცა პასუხს ამ დრომდე ველით.

«ასკანელ ძმებში» განგვიცხადეს, რომ არანაირი ინფორმაცია რუსულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობის შესახებ არ აქვთ.

არ ვიცით, რატომ არის ჩვენი ბანერი განთავსებული მათ ვებ–გვერდზე. მათთან რაიმე სახის ოფიციალური, დოკუმენტალური კავშირი არ გვაქვს, არც რაიმე სახის ურთიერთობა. შესაძლოა, ჩვენს რომელიმე დამფუძნებელს ჰქონდეს მათთან პირადი ურთიერთობა“ – განგვიცხადეს კომპანიაში.

ანალოგიური პასუხი მივიღეთ „სარაჯიშვილ“.

3 წელია, ამ კომპანიაში ვარ, რაიმე სახის ურთიერთობა მათთან არ გვაქვს. არ ვიცი, რატომ არის მათ გვერდზე ჩვენი ბანერი განთავსებული. ჩვენს ხელმძღვანელს დაუკავშირდით“ – განგვიცხადა კომპანიის წარმომადგენელმა.

თუმცა „სარაჯიშვილის“ დირექტორთან დაკავშირება ვერ მოვახერხეთ: მას მობილური ტელეფონი გამორთული აქვს.

"რუსული კლუბი და ფონდი "ქართუ"

დღის განმავლობაში რამდენჯერმე დავუკავშირდით „ფონდ ქართუსაც“, თუმცა გვპასუხობდნენ, რომ პირი, რომელმაც საკითხზე კომენტარი უნდა გააკეთოს, ხან «შეხვედრაზე იყო»ხან «შესვენებაზე იყო გასული».

მოგვიანებით "რუსული კლუბისა" და ფონდ "ქართუს" თანამშრომლობის დეტალების შესახებ ინფორმაცია "რადიო თავისუფლებამ" მოიძია. ირკვევა, რომ  „ქართუ“ ფონდმა „რუსკი კლუბის“ ორი ღონისძიება დააფინანსა: წელს, იანვარში გრიბოედოვის თეატრში დადგმული საახალწლო სპექტაკლი „ფრთები ნამცეცასთვის“ , რომელსაც თან საჩუქრების დარიგების აქცია ახლდა და „საბავშვო წიგნის“ სერიის მორიგი ტომის გამოცემა. ეს რუსული საბავშვო მოთხრობების კრებულია

ფონდის მიერ დაფინანსებული ღონისძიებების ჩამონათვალში ვხვდებით ასევე მიმდინარე წლის დეკემბერსა და მომავალი წლის იანვარში დაგეგმილ ღონისძიებებს.

იმას, რომ ფონდი „ქართუ“ წლებია, აფინანსებს „რუსკი კლუბს“, თავად კლუბის პრეზიდენტი ნიკოლაი სვენტიცკიც ადასტურებს "რადიო თავისუფლებასთან" საუბარში, თუმცა ამბობს, რომ „რუსკი კლუბი“ არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომლის მიზანიც კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების ჩატარებაა და პოლიტიკასთან არავითარი კავშირი არა აქვს.

„რუსული კულტურისა და ლიტერატურის პროპაგანდით ნამდვილად ვართ დაკავებული, თუმცა ეს სიმართლის მხოლოდ ნაწილია, ჩვენ ასევე ქარული კულტურისა და ლიტერატურის პროპაგანდას ვეწევით. დიახ, ფონდი „ქართუ“ ნამდვილად გვეხმარება და ჩვენ ამისთვის ძალიან მადლიერები ვართ . „ქართუს“ მხარდაჭერით 7-ჯერ ჩავატარეთ რუსულ-ქართული პოეზიის დღეები. ყველაფერს, რასაც ვაკეთებთ, საქართველოს სიყვარულით ვაკეთებთ. „ქართუს“ დაფინანსებას 2003 წლიდან ვიღებთ. „ქართუს“ ფინანსური მხარდაჭერით ჩაუტარდა რესტავრაცია საბჭოთა კავშირის გმირის, [მელიტონ] ქანთარიას ძეგლს და, სხვათა შორის, ეს ძეგლი გახსნა და წითელი ლენტი გაჭრა მიხეილ სააკაშვილმა“.

რას წარმოადგენს «რუსული კლუბი»

"რუსული კლუბი" საქართველოში 2003 წელს განუსაზღვრელი ვადით დაფუძნდა და თბილისში, რუსთაველის გამზ. #2-ში მოქმედებს.

საზოგადოებრივი ორგანიზაცია "საერთაშრისო კულტურულსაგანმანათლებლო კავშირი "რუსული კლუბი" საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ჩამოყალიბდა, წარმოადგენს დამოუკიდებელ საერთაშორისო ორგანზიაციას და თავის რიგებში იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს აერთიანებს, რომლებიც მის მიზნებსა და წესდებას სცნობენ. კავშირი "რუსული კლუბი" წარმოადგენს იურიდიულ პირს, გააჩნია თავისი შტამ, ემბლემა, ბეჭედი, დამოუკიდებელი ბალანსი და საბანკო ანგარიშები”- ნათქვამია კლუბის ვებ-გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში.

ორგანიზაციის მიზნებს შორის დასახელებულია:

  • საქართველოს და რუსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებ შორის თანამშრომლობის, მეგობრობისა და ურთიერთგაგების ყოველმხრივი ხელშეწყობა ცივილიზებული პრინციპების საფუძველზე;

  • ორ ქვეყანას შორის კულტურის, ხელოვნების, განათლების მეცნიერების, სპორტისა და ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობის განმტკიცება;

  • ხელშეწყობა სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებაში და სოციალური სამართლიანობის პრინციპის განმტკიცებაში;

  • საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა ეროვნებების წარმომადგენლებს შორის თანასწორუფლებიანობის, მათი ინტერესებისა და ღირებულებების ურთიერთპატივისცემის, მათ შორის ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის, სეპარატიზმისადმი შეურიგებლობის პრინციპების განმტკიცების ხელშეწყობა;

  • ქვეყანაში ეროვნული ენებისა და კულტურების თავისუფალი განვითარებისთვის პირობების ჩამოყალიბება.

კლუბის ამოცანებს შორისაა:

  • მითითებული მიზნების მისაღწევად ქვეყნის კანონმდებლობით დაშვებული აქტივობების განხორიციელება;

  • თანამშრომლობა საერთაშორისო და ქართულ ორგანიზაციებთან, გაერთიანებებთან, კავშრებთან, საზოგადოებებთან;

  • საკუთარი და ერთობლივი ფონდების დაფუძნება;

  • ერთობლივი საზოგადოებების ჩამოყალიბებაში ხელშეწყობა და განსაზღვრული მიზნების მისაღწევად მატერიალურტექნიკური და ფინანსური ბაზების შექმნა

"რუსული კლუბის" დამფუძნებლები და მმართველი საბჭოს წევრები არიან: თბილისის გრიბოედოვის სახელობის რუსული დრამატული თეატრის დირექტორი/მმართველი ნიკოლაი სვენტიცკი; ჟურნალისტი, გაზეთ "კულტურის" კორესპონდენტი ვერა წერეთელი;გრიბოედოვის სახელობის რუსული დრამატული თეატრის მსახიობი ვალერი ხარიუტჩენკო; ინჟინერმშენებელი ალა ბეჟენცევა.  

"ეს ჩვენს დასავლურ ნარატივს კიდევ უფრო მოწყვლადად აქცევს”

საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონის ხელმძღვანელი გიორგი მოლოდინი აცხადებს, რომ „მმართველ პოლიტიკურ ძალასთან - «ქართულ ოცნებასთან» ასოცირებული ფონდის [«ქართუ»] ისეთ ორგანიზაციასთან თანამშრომლობა, რომელიც ფინანსდება საოკუპაციო ძალის მიერ, ჩვენს დასავლურ ნარატივს კიდევ უფრო მოწყვლადად აქცევს”.

რუსული ჰიბრიდული ომის სახელით ცნობილ ბრძოლის ტაქტიკას აქვს შემდეგი მახასიათებელი: ის მოწინააღმდეგე ქვეყნის ყველა ღირებულებას, მონაპოვარს მისსავე საწინააღმდეგოდ მიმართავს. ის ფაქტი, რომ ამ ტიპის "კლუბებს" საქართველოში შეეძლოთ და დღესაც შეუძლიათ თავისუფლად არსებობა, არის ჩვენი, როგორც ქვეყნის და როგორც საზოგადოების მონაპოვარი და მას დემოკრატია ქვია. თუმცა საქმე იმაშია, რომ ჰიბრიდული ომის წარმოებისას ბურთი მუდმივად ჩვენს მოედანზე უნდა იყოს, ჩვენ უნდა შევძლოთ, ადამიანის ძირითადი და ფუნდამენტური თავისუფლებები - სიტყვის თავისუფლება, აზრის გამოხატვის თავისუფლება და ყველა სხვა ის პრინციპი, რომელიც დემოკრატიას ახასიათებს, მტკიცედ დავიცვათ, თუმცა იმავდროულად, მოვახერხოთ მოწინააღმდეგის ნარატივის დამარცხება. ეს შესაძლებელია ხელისუფლების აქტიური მონაწილეობით და ერთიანი მტკიცე ნარატივის ჩამოყალიბებით, სადაც საზოგადოება მზად არის, გაიზიაროს ხელისუფლების ხედვები და მისწრაფებები. ამ გზაზე მმართველ პოლიტიკურ ძალასთან ასოცირებული ფონდის ისეთ ორგანიზაციასთან თანამშრომლობა, რომელიც ფინანსდება საოკუპაციო ძალის მიერ, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მეტ გაურკვევლობას აჩენს საზოგადოებაში და ჩვენს დასავლურ ნარატივს კიდევ უფრო მოწყვლადად აქცევს”განუცხადა "აქცენტს» მოლოდინმა.