"მასობრივი თავდასხმები ქალ კანდიდატზე მიუღებელია და არ ემსახურება ქართველი ხალხის ინტერესებს"

2018-11-14 10:20:21
325

ევროპარლამენტის წევრის ანა გომესის განცხადებით, "მასიური თავდასხმები საქართველოს პრეზიდენტობის ქალ კანდიდატზე მიუღებელია და არ ემსახურება ქართველი ხალხის ინტერესებს".

„საქართველოს არჩევნების პირველი ტური მშვიდ და კონკურენტუნარიან გარემოში გაიმართა. ჩვენ მონიტორინგი გავუწიეთ ამ არჩევნებს. წინასაარჩევნო კამპანიის გარემო დაძაბული იყო. საჭიროა, რომ ყველამ, მათ შორის ხელისუფლებამ, მედიამ და კანდიდატებმა პასუხისმგებლობა აიღონ და არ გააღრმავონ პოლარიზება და არ დათესონ სიძულვილი. მასობრივი თავდასხმები ქალ კანდიდატზე მიუღებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში და არანაირად არ ემსახურება ქართველი ხალხის ინტერესებს“, - განაცხადა ევროპარლამენტარმა ევროპარლამენტის პლენარული სესიაზე სიტყვით გამოსვლისას. 

ცნობისთვის: გუშინ ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ანგარიშის განხილვა გაიმართა.