"რადიო თავისუფლების" ჩრდ. კავკასიის გამოცემის ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვეს

2018-11-08 22:34:06
146

"რადიო თავისუფლების" ჩრდილოეთ კავკასიის გამოცემის ჩეჩნურენოვანი რადიო "მარშოს" ჟურნალისტი ასლანბეგ დადაევი საქართველოში არ შემოუშვეს. ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტმა საკუთარ "ფეისბუქზე" გაავრცელა.

დოკუმენტში, რომელიც მას საქართველო-რუსეთის სასაზღვრო-გამტარ პუნქტზე „დარიალი“ ჩაბარდა, მითითებულია, რომ „ის არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა მოთხოვნებს“.

ჟურნალისტის აზრით, მისი საქართველოში არშემოშვების მიზეზი "იმ ინტერვიუში იმალება, რომელიც მან პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამასთან, მალხაზ მაჩალიკაშვილთან ჩაწერა". 

ამის შესახებ მან „ეხო კავკაზასთან“ საუბრისას განაცხადა. 

"აქცენტი" დამატებითი ინფორმაციის მოპოვებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან ცდილობს.