„ეს არის იძულებითი არჩევანი და ნუ გექნებათ იმის ილუზია, რომ მესამე ძალა არსებობს ან მყისიერად გაჩნდება“

2018-11-08 21:18:42
713

თავდაცვის ყოფილ მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, "დღეს საქართველოს მოქალაქეები საპრეზიდენტო არჩევნებზე უმძიმესი არჩევანის წინაშე დგანან, მაგრამ არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ ქვეყანაში მესამე ძალა არსებობს ან მყისიერად გაჩნდება".

„შეიქმნა ურთულესი ვითარება და ამას ვეღარ გავექცევით. მინდა, მივმართო იმ ადამიანებს, ვინც არიან ნეიტრალურები: სახლში დარჩენა, მსუბუქად რომ ვთქვათ, უპასუხისმგებლობაა ქვეყნის წინაშე. სირაქლემას პოზაში ყოფნა არ შეიძლება! გრიგოლ ვაშაძე ასოცირდება ჩვენთვის რთულად გასახსენებელ მომენტებთან, მეორე მხარეს კი არის აბსოლუტური ჭაობი. თუ გვინდა, რომ ამ ჭაობიდან ამოსვლას შევეცადოთ, უნდა დავუჭიროთ მხარი ცვლილებას. ამ არჩევნებში წავალ, ხმას მივცემ ივანიშვილის და ზურაბიშვილის წინააღმდეგ და ეს "წინააღმდეგ" ტოლობის ნიშანი იქნება გრიგოლ ვაშაძის მიმართ. ეს არის იძულებითი არჩევანი და ნუ გექნებათ ილეზია იმისა, რომ მესამე ძალა არსებობს ან გაჩნდება უცებ. მესამე ძალის გაჩენის პერსპექტივა გაჩნდება იმ შემთხვევაში,თუ ივანიშვილი წააგებს ამ არჩევნებს. თუ ივანიშვილი დამარცხდება, მაშინ გაჩნდება შანსი იმისა, რომ  შემდეგი საპარლამენტო არჩევნებისთვის ასეთი რთული არჩევანის წინაშე აღარ დავდგეთ“, –განაცხადა ოქრუშვილმა დღეს საღამოს ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში სტუმრობისას.