სალომე ზურაბიშვილი ატოცში ჩავიდა: "პრეზიდენტი, როგორც მთავარსარდალი უნდა ზრუნავდეს საზღვარზე და ამ ადამიანების ყოველდღიურ ბედზე" (ვიდეო)

2018-11-08 16:39:43
126

საქართველოს ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი სოფელ ატოცში ჩავიდა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ეს არის ის პროცესი, რასაც არ შეიძლება შეეგუოს ქვეყანა:

ეს არის ამ ქვეყნის ყველაზე დიდი ტკივილი, ეს არის ის, რაზეც უნდა იზრუნოს მომავალმა პრეზიდენტმა, რათა ეს საოკუპაციო ხაზი მოიშალოს. ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ეს ტერიტორია. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ იმ მოსახლეობის მდგომარეობაზე, რომელიც აქ ცხოვრობს, რომლებსაც არ აქვთ პირობები, რომ მშვიდად იმუშაონ და იცხოვრონ. პრეზიდენტი, როგორც მთავარსარდალი უნდა ზრუნავდეს საზღვარზე, და უნდა ზრუნავდეს ამ ადამიანების ყოველდღიურ ბედზე. [...] ადამიანებმა უნდა გააკეთონ არჩევანი, როგორი უნდა იყოს ამ ქვეყნის მომავალი და მე ვაჩევნებ როგორი მომვალი ექნება ამ ქვეყანას. მე ვარ ჩამოსული აქ რომ ვილაპარაკო ჩემს გეგმებზე, როგორი პრეზიდენტი ვიქნები. რომელიც არ დაუშვებს რომ ჩვენ ავყვეთ პროვოკაციებს, რომელიც დაიცავს ამ ქვეყანას და თავის მოქალქეებს. აღარ დაკარგავს ტერიტორიებს და გააძლიერებს საზღვრებს... გაპრეზიდენტების შემდეგ ჩავალ ავღანეთში. მთავარსარდალი უნდა ჩავიდეს იქ სადაც ჯარისკაცები არიან“.