"7 ნოემბერი ნიშნავს, გახსოვდეს, სადამდე მივყავართ ძალაუფლებაზე მონოპოლიას

2018-11-08 10:56:26
125

საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი 2007 წლის  7 ნოემბრის მოვლენებს ეხმიანება და აცხადებს, რომ აღნიშნული თარიღი „ნიშნავს, გვახსოვდეს, სადამდე მივყავართ ძალაუფლებაზე მონოპოლიას“.

“მახსოვს, 7 ნოემბერი დაუშვებელია, მხოლოდ მეხსიერების სიჯანსაღეს ნიშნავდეს.

მახსოვს, 7 ნოემბერი პირველ რიგში, იმას უნდა ნიშნავდეს, რომ გახსოვდეს:

- როგორ მივედით 7 ნოემბრამდე;

- სადამდე მივყავართ ძალაუფლებაზე მონოპოლიას;

- როგორ სცილდები საკუთარ ქვეყანას და ხალხს;

- რატომ ხდება ძალადობა ერთადერთი არჩევანი;

- როგორ გადაიქცევა რევოლუციური ცვლილების გმირი ჩვეულებრივ მოძალადედ;

მახსოვს, 7 ნოემბერი ნიშნავს, რომ არასოდეს დაუშვა 7 ნოემბერი, არც ის სიმპტომები რომელსაც იქამდე მივყავართ. მეხსიერება ვერაფერს გვიშველის, თუკი გაკვეთილებს არ ვისწავლით და ყველა ასეთი დღე ხვალის პრევენცია არ იქნება“, – წერს ხიდაშელი სოციალურ ქსელში.