ერთ-ერთ უსახელო მწვერვალს გიორგი ანწუხელიძის სახელი მიენიჭა

2018-11-08 00:02:56
196

 

ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ერთ-ერთ უსახელო მწვერვალს, რომლის სიმაღლეც 3276,1 მეტრია, საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის სახელი მიენიჭა. თავდაცვის სამინისტროს ინიციატივას ახმეტის მუნიციპალიტეტის სხდომაზე მხარი დღეს ერთხმად დაუჭირეს.

საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურე, IV ქვეითი ბრიგადის, 41-ე ბატალიონის უმცროსი სერჟანტი გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის 9 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, ერთ-ერთი შეტაკების შემდეგ ტყვედ ჩავარდა. ის ცხინვალის მე-5 სკოლასთან, ძმათა სასაფლაოზე ცემით მოკლეს. 2008 წლის ნოემბრამდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ცხინვალიდან ათი ქართველის ცხედარი გადმოასვენეს, გენეტიკური ექსპერტიზით დადგინდა, რომ ერთ-ერთი მათგანი გიორგი ანწუხელიძე იყო. დაკრძალულია თბილისში, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე.

გარდაცვალების შემდეგ მას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.