„გამიხარდა, ასეთი რამ რომ მოხდა...ხელისუფლებამ პირველად იგრძნო საზოგადოების დამოკიდებულება“

2018-10-31 14:05:17
510

 

საპრეზიდენტო არჩევნების შედეგს საზოგადოებრის პროტესტად აფასებს მწერალი დათო ტურაშვილი.

როგორც მწერალი ფიქრობს, ხელისუფლებამ წინამორბედის შეცდომები გაიმეორა და ამ შეცდომებს საკუთარიც დაუმატა.

მწერალი თავად მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის ფაქტორზეც ამახვილებს ყურადღებას:  

„თვითონ სალომეს ფაქტორი ალბათ, „საკონტროლოსავით“ იყო, რომელიც ვერ გაითვალისწინეს, ვერ მიხვდნენ, რომ ეს ასე მარტივად არ არის: საქართველო–რუსეთის ომი 1801 წლის 12 სექტემბერს დაიწყო, და დაიწყო რუსეთმა,  ეს რომ არ იცის ხელისუფლებამ, აუცილებლად გაუჭირდება გამარჯვება ... ძალიან გამიხარდა, ასეთი რამ რომ მოხდა –ხელისუფლებამ ამ რამდენიმე წლის მანძილზე პირველად, ძალიან ღიად იგრძნო მის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება. შეურაცხმყოფელია, როდესაც ხელისუფლება გადაწყვეტს, რომ სულ ერთია, ვის დაუჭერს მხარს, ვის დააყენებს კანდიდატად. როგორც კი ამას გაიფიქრებს და ამას სთავაზოებს ჩვენს საზოგადოებას, რეაქციაც ძალიან მყისიერია. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი.

მწერალი ეჭვობს, რომ „ხელისუფლებამ საპარლამენტო არჩევნებამდე დარჩენილ დროში სწორი დასკვნები გააკეთოს და ეს დრო ამისთვის გამოიყენოს“.

პოეტ რატი ამაღლობელის აზრით, უმრავლესობით მოსული ხელისუფლება ქვეყნისთვის ყოველთვის წარმოადგენს საფრთხეს.

„უმრავლესობის საფრთხე ყოველთვის არსებობს და საქართველოს ისტორიაც ამაზე მეტყველებს. ამას დაემატა მოწყვეტყილი საზოგადოებას, ამომრჩეველს, ელექტორატს სრულიად მოწყვეტილი ნაბიჯები; მაინკიერი წრე, რომელშიც უმრავლესობამ ამოიჩინა საკუთარი თავი... ვფიქრობ, ძალიან ლოგიკური და უკუქცევადი შედეგია“.

შეგახსენებთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგებით, მეორე ტური გარდაუვალია. ცსკ–ოს მონაცემებით, სალომე ზურაბიშვილმა 615 433 ხმა - 38.64 % მიიღო, გრიგოლ ვაშაძემ 600 970 ხმა - 37.74 %.