ინგუშეთის შსს–ს მაღალჩინოსანი აქციის დაშლაზე უარის თქმის გამო გაათავისუფლეს

2018-10-11 20:14:06
758

 

კრემლმა თანამდებობიდან გადააყენა ინგუშეთის შს მინისტრის პირველი მოადგილე რაშიდ ხიდიროვი.

ამ საკადრო გადაწყვეტილების ოფიციალური მიზეზი არ დასახელებულა, არაოფიციალური ვერსიის მიხედვით კი ხიდიროვის გადაყენების მიზეზი მის მიერ იმ სპეცრაზმელთა მხარდაჭერა გახდა, რომლებმაც საპროტესტო აქციის მონაწილეთა ძალისმიერი გზით დაშლაზე უარი განაცხადეს.  

ცნობისთვის: რამდენიმე დღეა ინგუშეთში საპროტესტო აქციები არ წყდება. ინგუშები ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმადაც, ინგუშეთი და ჩეჩნეთი მიწებს ცვლიან.