შეაჩერე ტკივილი

2018-10-11 20:06:16
182

12 ოქტომბერს, 12:00 საათზე სასტუმრო „რადისონში“ ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს პროექტის ფარგლებში “შეაჩერე ტკივილი” გაიმართება შეხვედრა,  რომელზეც ტკივილის მართვის ექსპერტები საზოგადოებას ანგარიშს გააცნობენ. ანგარიში ეხება პრობლემებს, რომლებსაც საქართველოში ქრონიკული და მწვავე ტკივილის მქონე პაციენტები აწყდებიან.

შეხვედრის მიზანია ქვეყანაში გაიზარდოს ტკივილგამაყუჩებელ საშუალებებზე (ოპიოიდებზე) ხელმისაწვდომობა იმ პაციენტებისთვის, რომლებიც ტკივილით იტანჯებიან და სხვა ჯგუფის პრეპარატები ვერ ახდენენ ტკივილის კუპირებას. 

შეხვედრაზე ქვეყნის წამყვანი ალგოლოგები ( ტკივილის მართვის ექიმები) და პალიატიური მზრუნველობის სფეროს სამედიცინო პროფესიონალები, საკანონმდებლო ცვლილებების აუცილებლობის შესახებაც ისაუბრებენ. 

გთხოვთ, მონაწილეობა მიიღოთ დისკუსიაში და შეიტყოთ უფრო მეტი თუ რა პრობლემები აქვთ ჩვენს ქვეყანაში პაციენტებს.

13 ოქტომბერს მსოფლიო პალიატიური მზრუნველობის დღეს აღნიშნავს.