სილევიჩი: „ვიმედოვნებ, 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე აღარ იქნება ის ხარვეზები, რომლებიც ადრე იყო“

2018-10-11 15:24:36
243

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საკითხზე ყოფილი მომხსენებელი ბორის სილევიჩი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს ხელისუფლება გამოიყენებს წინა არჩევნებზე მიღებულ გამოცდილებებს და 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე აღარ იქნება ის ხარვეზები, რომლებიც ასახული იყო ორგანიზაციის წინა წლების დასკვნებში. 

"ბოლო წლებში საქართველომ დაამტკიცა, რომ  რთული გარემოებების პირობებშიც კი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება შეუძლია. რა თქმა უნდა, არის ნაკლოვანებებიც, რომლებიც წინა წლების დასკვნაშიც მოხვდა. ვიმედოვნებ, რომ მხედველობაში მიიღებენ და ეს არჩევნები უკეთესი იქნება. ვიმედოვნებ, რომ ახალი პრეზიდენტის არჩევა ხელს შეუწყობს პოლიტიკურ კონსოლიდაციასაც, რადგან თქვენ გაქვთ სერიოზული პრობლემები ბევრი მიმართულებით: ეკონომიკის, პოლიტიკის კუთხით, ოკუპირებულია თქვენი ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილი, სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს სოციალური საკითხები, ასევე სერიოზულ განხილვას საჭიროებს საპენსიო რეფორმაც. დარწმუნებული ვარ, შეგიძლიათ, გაუმკლავდეთ ამ პრობლემებს და უფრო წარმატებული იქნებით, თუ თქვენი პოლიტიკური პარტიები ამას ერთად, მჭიდრო თანამშრომლობით და ზედმეტი კონფრონტაციის გარეშე გააკეთებენ“,-განაცხადა სილევიჩმა.