ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი – 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე: „მზად არ ვართ, ვიყოთ შოკირებულები“

2018-10-11 15:23:04
407

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი ემანუელის ზინგერისი საქართველოში 28 ოქტომბრისთვის დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებს ეხმიანება და იმედოვნებს, რომ პროცესები ინციდენტების გარეშე ჩაივლის.

"არ უნდა იყოს გამოყენებული მანიპულაციები, ადმინისტრაციული რესურსები, განსაკუთრებით რეგიონებში. მათ თავისუფლად უნდა გამოხატონ საკუთარი ნება. გადაწყვეტილება პირადი აზრის მიხედვით უნდა იყოს მიღებული. აქ ევროპაში ყველა ფიქრობს, რომ საქართველო ჩააბარებს ამ გამოცდას და დაამტკიცებს, რომ მომწიფებული დემოკრატიის მქონე ქვეყანაა. ამიტომ მივმართავთ მათ, ვინც ამ არჩევნებს ორგანიზებას უწევს: მზად არ ვართ ვიყოთ შოკირებულები. უნდა დაგვარწმუნოთ, რომ ხართ დემოკრატიული და დასავლური ქვეყანა. NATO-სა და ევროკავშირში სამომავლო წევრობისთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს არჩევნები ჩატარდეს ნორმალურად, რომ ყველა კანდიდატი იცავდეს კანონს და არ იქნება არავის ზეწოლის ქვეშ. ვიმედოვნებთ, რომ არ მოჰყვება პროვოკაციები რეგიონებში. მახსოვს წინა არჩევნების დროს სპორტსმენები გამოიყენეს. ამჯერად ასეთი იდეა იმედია, არავის გაუჩნდება და გაითვალისწინებენ ჩვენს წინა კრიტიკულ შენიშვნებს"- განაცხადა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრმა.