მოსკოვი სოხუმისა და ცხინვალისთვის გაეროს პლატფორმის გახსნას ითხოვს

2018-10-11 10:06:07
348

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს ოკუპირებული რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონისთვის გაეროს პლატფორმის გახსნას ითხოვს.

„მოვუწოდებთ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დელეგაციებისთვის ხელმისაწვდომი იყოს გაეროს პლატფორმა, სადაც ჟენევის მოლაპარაკებების პრობლემატიკა განიხილება“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უწყების ცნობითვე, დისკუსიების მიმდინარეობისას რუსეთის, ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის წარმომადგენლებმა, რეგიონში NATO-ს წარმოდგენილობის გაძლიერებისა და თბილისის ლუგარის სახელობის ბიოლოგიური ლაბორატორიის საქმიანობასთან დაკავშირებით უკმაყოფილება გამოთქვეს.