ნინო იოსელიანი:"ჩვენი მიზანია, ბრენდი Made in Georgia ასოცირებული იყოს ეკოლოგიურად სუფთასა და ჯანსაღთან“

2018-10-09 22:11:44
492

მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ნიუ-იორკის, ლონდონის, მილანისა და პარიზის შემდეგ, ყველაზე  მოდური კვირეული „Tbilisi-Eco fashion week“ თბილისშიც იწყება.

რიგირთ მე-18 თბილისის მოდის კვირეული სტარტს 18 ოქტომბერს აიღებს და 21 ოქტომბრამდე გასტანს. გაზაფხული-ზაფხული სეზონის კოლექციების ჩვენება ღვინის უბანში - ღვინის N1 ქარხანაში გაიმართება. თბილისის მოდის მე-18 კვირეულის ღვინის უბანში ჩატარებას მნიშვნელოვანი მიზეზი აქვს - მოდის კვირეულის ორგანიზატორების მთავარი მიზანია Tbilisi fashion week-ი მსოფლიოს ყვეალზე დიდი ტრენდის მსგავსად Eco fashion week-ად გადაიქცეს.

„ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, მნიშვნელოვანია ეკო-ღონისძიებების დაგეგმვა და ამ მიმართულებით ქვეყნის განვითარება. ჩვენი მიზანია, ბრენდი Made in Georgia ასოცირებული იყოს ეკოლოგიურად სუფთასა და ჯანსაღთან“ - აცხადებს თბილისის მოდის კვირეულის ორგანიზატორი ნინო იოსელიანი.

ცნობისთვის, ნინო იოსელიანი ,,Hello  Georgia’’-ს გენერალური დირექტორი და რედაქტორია. სხვადასხვა დროს სწავლობდა და მუშაობდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში: საფრანგეთი, ესპანეთი, ამერიკა. მას სხვადასხვა კონსორციუმსა  თუ კომპანიაში ეკავა წამყვანი თანამდებობი მენეჯმენტის, კომუნიკაციებისა და კრეატიული მიმართულებებით.  დამთავრებული აქვს სტენფორდის  ბიზნეს სკოლის ლიდერშიპის სრული  კურსი.

იოსელიანი Tbilisi fashion week-ს  სწორედ ეკოლოგიური – „Tbilisi-Eco fashion week“ ინიციატივით შეუერთდა. 

მოდის კვირეულის 4-დღიანი პროგრამა 20-მდე ღონისძიებას მოიცავს. გამწვანებულ გარემოში არა ერთი ინსტალაცია და შოურუმი მოეწყობა. გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის გლამურული ჩვენებები კი ღვინის სარდაფებში გაიმართება, რომლებიც წინასწარ გამზადდება დეფილეებისთვის. საქართველოში ეკო-კულტურის განვითარებისთვის, თბილისის მოდის კვირეულის ფარგლებში ღვინის N1 ქარხანაში მოეწყობა ეკო-ბაზრის ინსცენირება, სადაც წარმოდგენილი იქნება ბიო ღვინოები, ნატურალური ყველი და სხვადასხვა სახის ქართული ჯანსაღი პროდუქტი.