ახალგორში ქართული წარმოების საქონლის რიგი სახეობებით ვაჭრობა აკრძალეს

2018-10-09 21:00:33
782

ხინვალის ოკუპირებული რეგიონის ახალგორის რაიონში მოვაჭრეები ზარალს განიცდიან ქართული წარმოების პროდუქციიზოგიერთი სახეობით ვაჭრობის აკრძალვის გამო. უკვე ერთი კვირაა, მოქმედებს რაიონულ სანეპიდსადგურის ეს გადაწყვეტილებ, რომელიც უმთავრესად თევზეულსა და ხორცპროდუქციაზე (ქათამი, ძეხვეული, ნახევარფაბრიკატები) ვრცელდება.

«დახლებიდან პროდუქციის აღების მოთხოვნას იმით ხსნიან, რომ, მათი აზრით, იგი უკანონოა, მისი ხარისხი უცნობია და ამიტომაც იგი საშიშია მოხმარებისთვის. თუ მოვაჭრეები პროდუქციას არ აიღებენ, მათ ჯარიმა ემუქრებათ. ამიტომაც მაღაზიები, რომლებიც ქართული საქონლით ვაჭრობენ, იხურება, რათა უსიამოვნებებს თავი აარიდონ» - ყვება ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი.

არადა, როგორც მოვაჭრეები ამბობენ, საქონელ სავალდებულო საბაჟო კონტროლი გავლილი აქვს, მათ შორის – ფიტოსანიტარულიც, რომელიც, მართალია, მხოლოდ სიმბოლურია, თუმცა კანონით – მაინც სავალდებულ. ამდენად, ადგილობრივებს ახალი შეზღუდვის კანონიერებაში ეჭვი ეპარება.



ოსი ექსპერტი, რესპუბლიკური საბაჟოს ყოფილი თანამშრომელი თემურ კოკოითი თვლის, რომ კანონის თვალსაზრისით, სანეპიდსადგურის თანამშრომლების მიმართ კითხვები არ ჩნდება:

ცნობისთვის: «რაზდახანის” (ოსური სახელწოდება) გამშვები პუნქტის სამართლებრივი მდგომარეობა” სპეციფიურია: თავდაპირველად იგი იმ მიზნით გახსნეს, რომ რაიონის მაცხოვრებლებს საქართველოში მყოფ ნათესავებთან ურთიერთობა და იქ სხვადასხვა საყოფაცხოვრებო საჭიროებებისთვის სიარული შესძლებოდათ; ისინი დე ფაქტო საზღვარზე მიმოდიოდნენ და პირადი მოხმარებისთვის საქონელი გადაჰქონდათ. მოგვიანებით იქ საბაჟო საგუშაგო გახსნეს და მას საქონლის საბაჟო გაფორმების ფუნქცია მიანიჭეს, თუმცა ოსური კანონმდებლობის არც ერთ დონეზე არსადაა მითითებული, რომ “რაზდახანის” გავლით დაშვებულია ადგილობრივ ბაზარზე გასაყიდად გამიზნული კომერციული პარტიების გადატანა: საზღვარზე გადატანილი საქონელი ისევ ერთადერთი კატეგორიით - “პირადი მოხმარებისთვის” კვალიფიცირდება, უბრალოდ პარტია, რომელიც მოცულობით ხელბარგით უფასო გადატანის შემთხვევაში განსაზღვრულ 50 კგ-ს აღემატებადა, იბეგრება.

ამ ლოგიკით, ადგილობრივ დე ფაქტო უწყებებს სურვილის შემთხვევაში ქართული წარმოების ნებისმიერი პროდუქციით ვაჭრობის აკრძალვა შეუძლიათ, რადგან იგი ოკუპირებულ რეგიონში “რაზდახანის” გავლით ხვდება, დე ფაქტო საზღვრის ამ მონაკვეთზე კი მხოლოდ პირადი მოხმარებისთვის განკუთვნილი საქონლის გადატანაა განსაზღვრული.

სხვათა შორის, იგივე რეგულაციებს ექვემდებარება რუსული წარმოების საქონელი, რომელიც ცხინვალის ბაზარზე ხვდება: ისიც ხელბარგის სტატუსით შემოდის, რადგან სხვაგვარად შეუძლებელია, გაფორმდეს მცირე პარტიები, რომლებიც ათობით დასახელების პროდუქტითაა დაკომპლექტებული და ადგილობრივ მაღაზიებში იყიდება. ამ მხრივ ცხინვალის და ახალგორის მაღაზიებში ერთი და იგივე ხდება და ეს უპირველესად, ადგილობრივი ბაზრის სიმწირით განპირობებული ობიექტური ვითარებაა. თუმცა აკრძალვები რატომღაც მაინცდამაინც ლენინგორში [ახალგორში] შემოიღეს და ეს დროში დაემთხვა რაიონული სანეპიდსადგურის ხელმძღვანელის შეცვლას. ამიტომაც ადგილობრივმა მოვაჭრეებმა ეს მოვლენები “თანამშრომლობისკენ” არაფორმალურ მიწვევად აღიქვეს, - სხვა ახსნა უბრალოდ ვერ მოუძებნეს” - წერს ამასთან დაკავშირებით “ეხო კავკაზას” ადგილობრივი მიმომხილველი მურატ გუკემუხოვი.

აღსანიშნავია, რომ ამ აკრძალვა დროში დაასწრო საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან მცენარეული პროდუქციის შეტანაზე გამოცხადებულ მორატორიუმს, რომელიც ოკუპირებულ რეგიონში ფაროსანას შეღწევის საფრთხით ახსნეს. თუმცა ქართული ბოსტნეულითა და მწვანილით დატვირთული სამარშრუტოები დე ფაქტო საზღვარს დღემდე უპრობლემოდ კვეთენ და ამ პროდუქციით ვაჭრობაც ადგილობრივი მაღაზიებისთვის არავის აუკრძალავს.