კადიროვი ინგუშებს ომით ემუქრება

2018-10-05 13:32:33
1964


ინგუშეთში ჩეჩნეთთან ტერიტორიების გაცვლის წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქცია გრძელდება. რამდენიმე ათეულმა ადამიანმა ქალაქ მაგასში ღამე პარლამენტის შენობასთან გაატარა. დანარჩენ მოსახლეობას კი საპროტესტო აქიის მონაწილეებთან თბილი ტანსაცმელი და საკვები მიაქვს,– იუწყება „კავკასკი უზელი“.

წუხელ ინგუშეთის ლიდერმა იუნუს ბეკ ევკუროვმა აქციის მონაწილეებს დაშლისა და პარლამენტის წინ მდებარე მოედნიდან „ბავშვებისა და მოხუცების გაყვანისკენ“ მოუწოდა. ერკუროვი მომიტინგეებთან ჩავიდა, თუმცა საპასუხოდ ბოთლები ესროლეს.

„ხვალ არ თქვათ, რომ არ იცოდით, სად იმყოფებოდნენ ისინი. ყველას მოგმართავთ თხოვნით, შეისმინოთ და შეგნოთ“,– აღნიშნა მან.


აქციის მონაწილეების ცნობით, რამდენომე პროტესტანტის სახლში სამართალდამცველები მივიდნენ, ცხრეკა და გამოკითხვა ჩაატარეს. 

ცნობისთვის: ინგუშეთისა და ჩეჩნეთის ლიდერებმა რამდენიმე დღის წინ ხელი მოაწერეს კანონს რუსეთის ამ ორ ჩრდილოეთკავკასიურ რეგიონს შორის საზღვრის გამყარების შესახებ, რომელიც, ოფიციალური ინფორმაციით, რიგი ტერიტორიების გაცვლას ითვალისწინებს, თუმცა ინგუშების უმრავლესობამ ეს გაცვლა არათანაზომიერად ჩათვალა.


კანონის პარლამენტში განხილვის მომენტისთვის ქალაქ მაგასში მრავალათასიანი საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა. პოლიციამ ჰაერში ცეცხლი გახსნა. ამასთან, ინგუშეთის საკონსტიტუციო სასამართლო მომტინგეების მხარეს დდაგა და განაცხადა, რომ მსგავსი საკითხები რეფერენდუმის გზით უნდა წყდებოდეს.

თავის მრივ, ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა იგუშებს საპროტესტო აქციების შეწყვეტისკენ მოუწოდა და დაემუქრა: „თუ გსურთ, ვიომოთ, მე სწორედ ეს მაწყობსო“.

ინგუშების პროტესტის საფუძვლების შესახებ მეტი ინფორმაცია იხილეთ http://www.accentnews.ge/ge/news/details/60148