მამაკაცმა მე–10 სართულიდან გადმოვარდნილი ბავშვი დაიჭირა (ვიდეო)

26 September, 2018   2 თვის 2 კვირის წინ
597

ასტანელმა 28 წლის არტემ კარაევმა გადაარჩინა 7 წლის ბიჭი, რომელიც მეათე სართულიდან გადავარდა.

„ქვემოდან ხმაური და ყვირილი გავიგონე. ფანჯარა გავაღე და დავინახე, ხალხი როგორ იყურებოდა ჩემი მიმართულებით. ზემოთ ავიხედე და ვხედავ, ბავშვი კიდია. ის უკვე ვარდებოდა როცა დავიჭირე“, - ასე აღწერა მომხდარი კარაევმა.

მეზობლემა სასწრაფო დახმარება და მაშველები გამოიძახეს.