ბრიტანეთში საქართველოს ყოფილი ელჩი: "აგვისტოს ომის დროს 49 ინტერვიუ მაქვს მიცემული"

2018-09-14 17:08:33
902

 

ბრიტანეთში საქართველოს ყოფილი ელჩი გიორგი ბადრიძე პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილის მიერ უცხოეთში ქვეყნის ყოფილი დიპლომატების მიმართ გამოთქმულ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს.

“2008 წლის აგვისტოს ომის დროს სხვადასხვა მედიასაშუალებისთვის 49 ინტერვიუ მაქვს მიცემული. მათ შორის იყვნენ ისეთი მედიასაშუალებები, როგორებიცაა BBC, CNN, Sky, AlJazeera და სხვა” - განუცხადა "აქცენტს" ბადრიძემ,

საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელსაც მხარს "ქართული ოცნება" უჭერს, განაცხადა, რომ "2008 წლის ომის დროს საქართველოს საელჩოები დადუმებულები იყვნენ".

“სხვათა შორის, იმ დროს, როცა ეს [2008 წლის აგვისტოს] ომი დაიწყო, ერთადერთი ადამიანი, რომელიც აქტიურად გამოდიოდა ევროპულ გაზეთებში, რადიოებსა და ტელევიზიებში, მე ვიყავი. იმ დროს საელჩოები დადუმებულები იყვნენ, არ იცდონენ, რა უნდა ეთქვათ. მე, როგორც დღეს, თავისუფალი ვიყავი”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ტელეკომპანია “რიონის” ეთერში 2008 წლის აგვისტოს ომზე საუბრისას.