ევროკავშირის წევრობა მცირე ერისთვის ეკონომიკურად მომგებიანია (ნაწილი 1)

2018-09-13 21:23:41
359

ევროკავშირი — გზა საერთო ბაზრისკენ 

ევროპული საერთო ბაზარი მსოფლიოს უმსხვილეს სავაჭრო ბლოკს წარმოადგენს. იგი 500 მილიონ მომხმარებელსა და 21 მილიონ კომპანიას აერთიანებს. ევროკავშირში გაწევრება ქართულ კომპანიებსა და პროდუქციას 450-500 მილიონიან ბაზარზე თავის დამკვიდრების შესაძლებლობას ანიჭებს. საერთო ბაზართან წვდომამ უპრეცედენტოდ გაზარდა პოლონური, უნგრული, რუმინული და ესტონური ექსპორტები.

ევროკავშირი — განვითარების სპონსორი

ევროკავშირი გულუხვად აფინანსებს თავის წევრ სახელმწიფოთა ეკონომიკურ, სტრუქტურულ და რეგიონალურ განვითარებას. მოდით, შევხედოთ ევროკავშირში გაწევრიანებული რამდენიმე ბოლო სახელმწიფოს მაგალითს. უნგრეთი და ესტონეთი ევროკავშირში 2004 წელს გაწევრიანდნენ. მას შემდეგ ორივე ქვეყნის ეკონომიკა უპრეცედენტო ნაბიჯებით განვითარდა. მხოლოდ 2007-2013 წლებში, უნგრეთმა  22.5 მილიარდი ევროს დახმარება მიიღო სტრუქტურული და შეკავშირებული განვითარების ევროპული ფონდიდან. ამ თანხას უნგრეთი ეკონომიკის, ტრანსპორტის, გარემოს დაცვისა და ენერგეტიკული განვითარების, რეგიონალური განვითარებისა და სოციალური განახლებისთვის იყენებს.

2007-13 წლებში, პოლონეთმა 56 მილიარდი ფუნტის ოდენობის განვითარების დახმარება მიიღო. ეს თანხა ახალი ბაღებისა და სკოლების, გზების, საკანალიზაციო სისტემის და სპორტული დაწესებულებების შექმნას მოხმარდა. 2020 წლამდე, ესტონეთს ევროკავშირისგან 11 მილიარდ ევროზე მეტი დახმარება ექნება მიღებული. საყურადღებოა, რომ იმავე პერიოდის განმავლობაში, ესტონეთმა მხოლოდ 2 მილიარდი ევრო გადაიხადა ევროკავშირის ბიუჯეტში. წლების განმავლობაში მიღებული ევროპული დახმარების წყალობით, სხვათა შორის, ესტონეთმა განავითარა ერთერთი უძლიერესი ეკონომიკური მოდელი მთელს ევროპაში.

საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონი