ალიევისთვის ფაშინიანის განცხადება მიუღებელია

2018-09-13 12:31:28
979

 

სომხეთის პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომ აზერბაიჯანმა მოლაპარაკებები ე.წ. მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკასთან უნდა აწარმოოს, მიუღებელია, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა.

„აზერბაიჯანი მტკიცედ უარყოფს განცხადებებს იმის თაობაზე, რომ აზერბაიჯანის ოკუპირებული რაიონები ე.წ. მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ნაწილია. აზერბაიჯანული მხარე მივიდა დასკვნამდე, რომ ნიკოლ ფაშინიანი ნებისმიერი საშუალებით ცდილობს მოლაპარაკებების პროცესის ჩაშლას. სომხეთი და განსაკუთრებით ნიკოლ ფაშინიანი სრულ პასუხისმგებლობას აიღებენ მოლაპარეაკებების პროცესის ჩაშლაზე“, - აღნიშნა ილჰამ ალიევმა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტი მიმართავს ეუთო-ს, რეაგირება მოახდინონ სომხეთის "სახიფათო გამონათქვამებზე მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებით".

ეუთო-მ თვალი არ უნდა დახუჭოს სომხეთში დემოკრატიის საბაბით დიქტატურის ახალი რეჟიმის გაჩენაზე“, - დასძინა მან.