„იანდექსი“ უარს აცხადებს, სოხუმი, გაგრა და ბიჭვინთა აფხაზურ ქალაქებად აღიაროს

2018-09-05 19:33:48
1188

„რუსეთის მიერ აფხაზეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარებიდან უკვე 10 წელი გავიდა და მიუხედავად ამისა, რიგი საძიებო სისტემები, მათ შორის რუსული „იანდექსიც“ უარს აცხადებენ, ისეთი დასახლებული პუნქტები, როგორიცაა სოხუმი, გაგრა და ბიჭვინთა აფხაზურ ქალაქებად აღიარონ“, – წერს რუსული მედია.

მისივე ინფორმაციით, "ივლისში რუსეთის სხვადასხვა საზოგადოებრივი წრეები აღშფოთდნენ იმის გამო, რომ სერვისმა „Google Maps” ცალმხრივი გადაწყვეტილებით მიაკუთვნა ყირიმის ხიდი უკრაინას”.

„ეს საკითხი მაშინ სახელმწიფო სათათბიროსა და საექსპერტო საზოგადოებაში განიხილეს, თუმცა იგი გადაუჭრელი რჩება, ემოციები კი დროთა განმავლობაში ჩახცრა. მალევე სოციალური ქსელების რუსმა მომხმარებლებმა შეამჩნიეს, რომ „Google Maps” არ არის ერთადერთი IT-კომპანია, რომელიც რუქებს საკუთარი შეხედულებისამებრ ცვლის. ასე, მაგალითად, აფხაზეთის რესპუბლიკის რიგი დასახლებული პუნქტები და ქალაქები, მათ შორის გაგრა, სოხუმი და ბიჭვინთა საძიებო სისტემა „იანდექსის“ მიერ დღემდე „ქართულ ქალაქებად“ მოიხსენიება. ინტერნეტ–კომენტატორები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ „იანდექსი“ რუსეთის ტერიტორიაზე რეგისტრირებული კომპანიაა და შესაბამისად, რუსული კანონმდებლობით უნდა ხელმძღვანელობდეს, მათ შორის – საერთაშორისო ურთიერთობებთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებში“, – აღნიშნავს რუსული მედია.