რუსი მეტოქის დამარცხების შემდეგ ინგილო სპორტსმენმა რინგზე საქართველოს დროშა ააფრიალა (ვიდეო)

03 September, 2018   2 თვის 2 კვირის წინ
25662

აზერბაიჯანის სოფელ ითითალაში დაბადებულმა ინგილო სურაჯ გასანოვმა იგივე იანუღაშვილმა რუსეთში რუსი მეტოქე ევგენი ერშოვი დაამარცხა და M1-ის ერთ-ერთი ეტაპის გამარჯვებული გახდა.

აღსანიშნავია, რომ სპორტსმენმა, რომელიც რუსეთის სახელით ასპარეზობდა, გამარჯვება საქართველოს მიუძღვნა. ის ორთაბრძოლის დაწყებამდე და მისი დასრულების შემდეგ რინგზე საქართველოს დროშით გამოვიდა.

ორთაბრძოლა რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგში გაიმართა.