ნაზარბაევი სააკაშვილის გამოცდილების გაზიარებას გეგმავს

2018-08-28 11:32:28
956

ყაზახეთის ხელმძღვანელობა პოლიციის რეფორმის განხორციელებისას საქართველოს გამოცდილების გაზიარებას გეგმავს. ამის შესახებ ყაზახეთის პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა განაცხადა.   

„მთელ მსოფლიოში პოლიციელი მეგობრად ითვლება და ჩვენთან რა ხდება? ალბათ, იცით რომ საქართველოში პოლიციის უნიკალური რეფორმა ჩაატარეს: ძველი ყაიდის ყველა პოლიციელები სამსახურიდან დაითხოვეს, აიყვანეს ახლები, მათ შორის იურისტები და სტრუქტურაში წესრიგი დაამყარეს, რომელიც დღემდეა შენარჩუნებული. ვფიქრობ, ამ მაგალითს უნდა მივბაძოთ“, – განაცხადა მთავრობის სხდომაზე ნაზარბაევმა და მოითხოვა, პოლიციის რეფორმირების გეგმა სექტემბრის დასაწყისისთვის მის მაგიდაზე იდოს.

ცნობისთვის: საქართველოში პოლიციის რეფორმა ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში დაიწყო. რამდენიმე წლის განმავლობაში სტრუქტურიდან 85 000-დან 75 000 თანამშრომელი გაათავისუფლეს, მათ შორის – მთელი მმართველი რგოლი. მთლიანად გაუქმდა სახელმწიფო ავტოინსპექცია. ახალ პოლიციელთა შერჩევა ღია კონკურსის წესით ხორციელდებოდა, რომელშიც ძალოვან სტრუქტურებში მუშაობის გამოცდილების მქონე პირები ვეღარ მონაწილეობდნენ. ამავდროულად, პოლიციის თანამშრომელთა ხელფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა.