"კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა ამიერიდან აფხაზეთს სრულფასოვან, აღიარებულ სახელმწიფოდ განიხილავს”

2018-08-21 08:00:53
9034

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო სავაჭრო-სამრეწველო პალატამ კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის ანალოგიურ უწყებასთან თანამშრომლობის შესახებ ორმხრივი შეთანხმება გააფორმა. აფხაზური დელეგაციის ჩრდილოეთ კორეაში ვიზიტის შედეგებ ჟურნალისტებს დე ფაქტო სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელმა თამილა მირცხულავამ გააცნ.

«ჯერ კიდევ გასულ წელს ჩვენ ოფიციალური წერილი მივიღეთ კორეელი კოლეგებისაგან. ისინი ჩვენს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთა კონტაქტების დამყარების სურვილს გამოთქვამდნენ და გვთხოვდნენ, განგვეხილა თანამშრომლობის შესახებ ორმხრივი შეთამნხმების ხელმოწერისა და ამმიზნით კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის განხორციელების შესაძლებლობები. ჩვენ, რა თქმა უნდა, დავთანხმდით და ნახევარი წლის განმავლობაში ვემზადებოდით ხენიანში ვიზიტისთვის. ჩვენთვის ის გაცნობითი ხასიათის იყო, მთავარ მიზანს კი აფხაზეთისა და მისი ეკონომიკური პოტენციალის პრეზენტაცია წარმოადგენდა. 14 აგვისტოს ხენიანს ორი დღით ვეწვიეთ. მოვინახულეთ ჩვენი კორეელი კოლეგების ოფისი, გავმართეთ ოფიციალური შეხვედრა მის ხელმძღვანელობასთან, რომელთანაც თანამშრომლობის შესახებ ორმხრვ შეთანხმებას მოვაწერეთ ხელი. ვფიქრობ, ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ორი ქვეყნის ბიზნეს-თანამეგობრობებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარებისთვის” - განაცხადა თამილა მირცხულავამ,



 

მისივე ინფორმაციით, “ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ 2017 წელს 5 მლნ რუბლი შეადგინა, ხოლო მიმდინარე წლის მხოლოდ პირველი კვარტლის მონაცემებით – 2 მლნ რუბლი”.

დამეთანხმებით, ეს ორი ქვეყნის მეწარმეებს შორის თანამშრომლობაში მაღალ დაინტერესებაზე მეტყველებს” - აღნიშნა მირცხულავამ.

რაც შეეხება თანამშრომლობის კონკრეტულ სფეროებს, მისი თქმით, შეხვედრაზე განხილული იყო ეკონომიკური, სავაჭრო და სამეცნიერო-პრაქტიკული თანამშრომლობის გაფართოების, აფხაზეთში ჩრდილოეთ კორეული პროდუქციის ექსპორტის, ასევე კორეაში აფხაზური ღვინის ექსპორტისა და სადისტრიბუციო საფუძველზე რალიზების საკითხები.

შევიმუშავეთ ასევე აფხაზეთში ერთობლივი საწარმოების, კერძოდ, სასოფლო-სამურნეო პროდუქციის, მათ შორის აფხაზური ნედლეულის საფუძველზე ეგზოტიკური ხილის გადამამუშავებელი საწარმოების გახსნის საკითხები. ვიმსჯელეთ მუშა-ხელის ექსპორტის შესაძლებლობაზეც და ამ საკითხმა ჩვენი კორეელი კოლეგების განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია. მათ, თავის მხრივ, შემოგვთავაზეს კორეული მუშა-ხელის გამოყენება IT-ტექნოლოგიების სფეროში აფხაზეთში უახლესი პროგრამების დასანერგად. ერთი სიტყვით, თემა ძალიან ბევრი იყო” - განუცხადა ჟურნალისტებს მირცხულავამ.

მთავარი კი, მისი შეფასებით, ის არის, რომ “აფხაზეთმა მოახერხა, განეხორციელებინა ძალზე სერიოზული გარღვევა საერთაშორისო ბაზარზე”:

კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა ამიერიდან აფხაზეთს სრულფასოვან, აღიარებულ სახელმწიფოდ განიხილავს. ქვეყნის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელმა ჩვენი ვიზიტის განმავლობაში არაერთგზის აღნიშნა, რომ სამომავლოდ აფხაზეთს აქვს პერსპექტივა, კორეისთვის მოკავშირე ქვეყნად და მნიშვნელოვან სავაჭრო პარტნიორად იქცეს და რომ მათთვის ჩვენი ვიზიტი “ისტორიული მნიშვნელობის” მოვლენა იყო. ჩვენის მხრივ, ასევე ოფიციალურად მოვიწვიეთ ჩვენი კოლეგები აფხაზეთში. მათი სამუშაო ვიზიტი მიმდინარე წლის ბოლომდე განხორციელდება» - დასძინა მირცხულავამ.

ოფიციალური თბილისი რუსეთის მხრიდან საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ჩრდილოეთ კორეასთან კონტაქტების დამყარების ხელშეწყობაზე საუბრობს და აღნიშნულს „რუსეთის პროვოკაციულ პოლიტიკად“ აფასებს. 

„საქართველოს საგარეო უწყების ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს არაღიარების პოლიტიკის თანმიმდევრული გატარება წარმოადგენს. საგარეო უწყება დაუყოვნებლივ რეაგირებს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმების მიერ საზღვარგარეთ უკანონო კონტაქტების დამყარების მცდელობაზე და ახორციელებს საქმიანობას აღიარების რისკების პრევენციის მიზნით.

ამჯერად მოსკოვი ცდილობს, ხელი შეუწყოს საოკუპაციო რეჟიმების უკანონო კონტაქტებს ფხენიანში. აღნიშნული წარმოადგენს რუსეთის პროვოკაციული პოლიტიკის ნაწილს, რომელიც ემსახურება საქართველოს განუყოფელი რეგიონების უკანონო ოკუპაციის ლეგიტიმაციის მცდელობას.

საგარეო უწყება დიპლომატიური არხების მეშვეობით მუდმივ კომუნიკაციაშია პარტნიორ ქვეყნებთან, რათა მოხდეს მსგავსი უკანონო კონტაქტების მცდელობების თავიდან აცილება“, – განუცხადეს „აქცენტს“ საქართველოს საგარეო პოლიტიკურ უწყებაში.

საინფორმაციო სააგენტო "აქცენტი"