ტურისტებზე სექსუალური ძალადობის მცდელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

2018-08-10 09:53:10
2400

ტურისტზე სექსუალური ძლადობის მცდელობაში ბრალდებულ მამაკაცს პატიმრობა შეეფარდა. 

საქმე ეხება შემთხვევას, რომელიც ტობავარჩხილზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, ბრალდებული ორ გერმანელ ტურისტს მუხურში დაემგზავრა და ლუგელას ხეობისკენ გააცილა. მოგვიანებით კი სექსუალური კონტაქტის დამყარების მიზნით კარავში შესვლა სცადა, თუმცა ტურისტებმა 112-ში დარეკეს.

ადვოკატის თქმით, მამაკაცი ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იყო და აღიარებს დანაშაულს. მასთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა. ის ციხეში 3 თვეს გაატარებს, 7 თვეს კი პირობითი მსჯავრი ექნება.