ბიჭი, რომელმაც რიონში გადამხტარი მამაკაცი, მაშველების მისვლამდე გადაარჩინა, მე-3 ქვეითი ბრიგადის ჯარისკაცი გოგა გოგლიჩაძეა

2018-08-09 20:16:14
1235

ბიჭი, რომელმაც ქუთაისში, მდინარე რიონში გადამხტარი მამაკაცი, მაშველების მისვლამდე გადაარჩინა, მე-3 ქვეითი ბრიგადის ჯარისკაცი გოგა გოგლიჩაძეა.

"ჯარისკაცი ხიდზე იმყოფებოდა, როდესაც შენიშნა, რომ 60-წლამდე მამაკაცი მდინარეში გადახტა. ის წყალში შევიდა, რათა მაშველების მისვლამდე მამაკაცი მდინარის დინებას არ გაეტაცა.

​საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური გოგა გოგლიჩიძეს მადლობას უხდის გმირული საქციელისთვის!" - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.