სომხეთში კიდევ ერთი გავლენიანი ოჯახის წევრი დააკავეს

2018-08-09 16:10:35
409

 

სომხეთში ყოფილი პრემიერ-მინისტრის ჰოვიკ აბრაჰამიანის ძმა იარაღის უკანონო შეძენის და შენახვის ბრალდებით დააპატიმრეს. ამის შესახებ სომხეთის უშიშროების სამსახური იუწყება.

ჰენრიკ აბრაჰამიანი წარსულში რამდენიმე მოწვევის პარლამენტის წევრი იყო. მისი ოჯახი სადღეისოდ სომხეთში დიდი გავლენით სარგებლობს. ოჯახი ქვეყანაში რამდენიმე ბიზნესს ფლობს. დაკავების ეს აქტი ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავების სერიაში მორიგი ეპიზოდია. აღნიშნული ღონისძიებები კი სომხეთის მთავრობაში ნიკოლ ფაშინიანის მოსვლის შემდეგ დაიწყო.   

ერთი თვის წინ სომხეთის სასამართლომ ბრძანება გასცა, დააკავონ ყოფილი პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი, ძალაუფლების უზურპაციის და 2008 წლის არჩევნების შემდეგ კონსტიტუციური წყობის დამხობის მცდელობის ბრალდებებით.