საკუთარი თავის, ოჯახისა და ქვეყნის უსაფრთხოებისთვის: ლეგიონი კიბერუსაფრთხოების სპეციალისტებს თანამშრომლობას სთავაზობს 

2018-08-08 13:21:11
379

საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონი კიბერუსაფრთხოების სპეციალისტებს თანამშრომლობას სთავაზოვს. ამის შესახებ ორგანიზაციის დამფუძნებელი გიორგი მოლოდინი სოციალურ ქსელში წერს: 

 "სიმბოლოები უხდება ამ საქმეს. ჰოდა, მეც სიმბოლური მგონია, რომ საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონი - InfoArmy.ge აგვისტოს ომიდან 10 წლის თავზე საქართველოში, სამოქალაქო კიბერრეზერვის პირველი ჯგუფის შექმნას იწყებს. მოხალისეობის პრინციპზე საკუთარი თავის, საკუთარი ოჯახის, ქვეყნისა და საზოგადოების უსაფრთხოების დაცვის მიზნით ველით კიბერუსაფრთხოების სპეციალისტებს და ამ მიმართულებაზე ნებისმიერი ცოდნის მქონე ადამიანებს, რომლებიც დააკომპლექტებენ სამოქალაქო კიბერრეზერვის პირველი ჯგუფს.