მოზარდი ქურდობისთვის დააკავეს: მომხდარის ამსახველი კადრები (ვიდეო)

06 August, 2018   2 თვის 1 კვირის წინ
372

პოლიციის თანამშრომლებმა 2002 წელს დაბადებული ლ.ჯ. ტექნიკის მაღაზია „სმაილის“ გაქურდვის მცდელობის ფაქტზე დააკავეს.

"ქურდობისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა ლ.ჯ.-მ ხიზანიშვილის ქუჩაზე მდებარე ტექნიკის მაღაზიის ვიტრინა ჩაამტვრია, სავაჭრო ობიექტში უკანონოდ შეაღწია და იქ გამოფენილი მობილური ტელეფონების მოპარვა სცადა, რა დროსაც პოლიციამ შემთხვევის ადგილზე დააკავა",– ამბობენ შსს–ში.