თალაკვაძე – პრეზიდენტს: „ამ კითხვებზე პასუხი არის თავად გიორგი კვირიკაშვილის ბრიფინგი, სადაც ამომწურავად ისაუბრა“

2018-07-12 20:28:14
461

პრეზიდენტს შეუძლია კიდევ ერთხელ ნახოს კვირიკაშვილის ბოლო ბრიფინგი და ის განცხადებები, რაც გიორგი კვირიკაშვილმა გააკეთა, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ.

„ამ კითხვებზე პასუხი არის თავად გიორგი კვირიკაშვილის ბრიფინგი, სადაც ამომწურავად ისაუბრა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ცნობისთვის: საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბრიუსელში გამართულ შემაჯამებელ პრეს–კონფერენციაზე ექს–პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის შესახებაც ისაუბრა.

კითხვაზე, ჰქონდათ თუ არა შეკითხვები ნატოელ პარტნიორებს კვირიკაშვილის თანამდებობიდან წასვლის მიზეზების შესახებ, მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ამ საკითხზე „კითხვები პარტნიორებს კი არა, საქართველოს რიგით მოქალაქეებსაც აქვთ“.

„რატომ არ აუხსნა არავინ საქართველოს მოქალაქეებს რატომ წავიდა კვირიკაშვილი? არა მარტო ახსნა არ ვიცით, არამედ ისიც არ ვიცით რატომ არ გვიხსნიან. რატომ არ ვართ ღირსი რომ გავიგოთ? გვყავდა პრემიერ–მინისტრი, რომელიც თითქოს ეკონომიკური პრობლემების გამო წავიდა. არადა თურმე მაისში გვქონია იმხელა ეკონომიკური ზრდა, რომელიც საქართველოს აქამდე არ ჰქონია, რატომ გაქრა პოლიტიკური ველიდან კვირიკაშვილი? ფაქტობრივად სახელმძღვანელოებიდან მისი ფოტოს ამოჭრა რატომ ხდება. რა დააშავა ამ ადამიანმა? ეს კითხვა პარტნიორებს კი არა, ეს კითხვა აქვს ნებისმიერ ქართულ ოჯახს, სადაც შედიხარ და აღარ გეკითხებიან გვეშველება რამე? გეკითხებიან: კვირიკაშვილი რატომ წავიდაო . მე პასუხი არ მაქვს და მე ეს კითხვა არა ერთხელ დავსვი“, – განაცხადა მარგველაშვილმა.