გერმანიამ კატალონიის ყოფილი ლიდერის ექსტრადიციის გადაწყვეტილება მიიღო

2018-07-12 19:30:36
230

გერმანიის სასამართლომ კატალონიის ყოფილი ლიდერის, კარლეს პუჩდემონის  ესპანეთში  ექსტრადიციის  გადაწყვეტილება მიიღო.

  გერმანიის შლეზვიგ ჰოლშტეინის სასამართლომ პუჩდემონი დამნაშავედ მხოლოდ სახელმწიფო ხარჯების ბოროტად გამოყენებისთვის სცნო, რაც იმას ნიშნავს, რომ ესპანეთში დაბრუნების შემდეგ, კატალონიის ყოფილი ლიდერი მხოლოდ ამ მუხლით შეიძლება გასამართლდეს.