მარგველაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე ბრიუსელიდან დაბრუნების შემდეგ განაცხადებს

2018-07-12 19:18:52
246

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ბრიუსელიდან დაბრუნების შემდეგ განაცხადებს, იყრის თუ არა კენჭს საპრეზიდენტო არჩევნებში, – ამის შესახებ პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ბრიუსელში, "პირველ არხს" განუცხადა.

დავრუნდები სამიტის შემდეგ და ვიტყვი. ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. მე საქართველოსთვის ოპტიმისტური განცდა მაქვს. მსურს, ვემსახურო ჩემს სამშობლოს იქ, სადაც საჭიროა, სამიტებზეც და სამიტებს გარეთაც. ყველა ფორმატში მინდა შევძლო ვემსახურო საქართველოს, ჩემ სამშობლოს“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

კითხვაზე, გსურთ თუ არა ისევ პრეზიდენტობა, მარგველაშვილი პასუხობს, რომ  – „ძალიან პიროვნული კითხვა ამ სამიტის კონტექსტში“.

გიორგი მარგველაშვილი ბრიუსელში ნატო-ს სამიტის ფარგლებში იმყოფება.