ტრამპი ნატო–ს მადლობას უხდის (ვიდეო)

2018-07-12 18:54:54
262

აშშ–ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ნატო–ს მადლობას უხდის.

"მადლობა ნატო– 2018–ს", წერს ტრამპი "ტვიტერში" პირად გვერდზე და ვიდეოს აქვეყნებს. 

 

 

 

შეგახსენებთ, რომ აშშ–ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მოკავშირეები თავდაცვის ხარჯების გამო კიდევ ერთხელ გააკრიტიკა.

ტრამპის კრიტიკის ქარ–ცეცხლში გერმანიის გარდა, ესპანეთი და ბელგიაც მოექცნენ.  ტრამპის სიტყვის შემდეგ ნატო-ს ლიდერებმა უკრაინისა და საქართველოს წარმომადგენლებს ოთახის დატოვება მოსთხოვეს, რის შემდეგაც ალიანსის წევრმა ქვეყნებმა დაუგეგმავი სესია ჩაატარეს. მოგვიანებით ნატო-ს შტაბ-ბინაში აშშ-ს პრეზიდენტის საგანგებო ბრიფინგი გაიმართა. გარდა ამისა, გაუქმდა დაგეგმილი ღონისძიებების ნაწილი.