პაოლო ალი – საქართველოს ნატო–ს წევრობაზე: "გვაქვს პრობლემებიც"

2018-07-11 16:29:11
418

 

ბრიუსელში, ნატო-ს ახალ შტაბ-ბინაში, ნატო-ს სამიტის გახსნის ცერემონია დაიწყო. საზეიმო ღონისძიებას ნატო-ს წევრი ქვეყნების ლიდერები ესწრებიან. დამსწრე საზოგადოებას ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მიმართა. 

“ჩვენ უსაფრთხოებისა და მშვიდობის პერიოდი გვაქვს. ჩვენ აქ დღეს შევიკრიბეთ, რათა მომავალმა თაობებმა ისარგებლონ უსაფრთხოებითა და მშვიდობით. ჩვენი წარმატება ერთიანობაშია”, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

მიმართვის შემდეგ, უსაფრთხოების მხრივ არსებულ გამოწვევებზე მსჯელობას დახურულ კარს მიღმა განაგრძობენ. ერთ-ერთი მთავარი თემა თავდაცვითი ხარჯები იქნება, რაზეც სამიტის დაწყებამდე მწვავე განცხადებები  დონალდ ტრამპმა გააკეთა. საქართველოსთან დაკავშირებით, ნატოს სამიტის ფარგლებში განცხადებები ხვალ გაკეთდება.

ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პაოლო ალიმ ქართველ ჟურნალისტებთან საქართველოს მოლოდინების თაობაზე გააკეთა განცხადება.

მისი თქმით, საქართველს წევრობის გზაზე პროგრესი აქვს, თუმცა არსებობს პრობლემებსაც. 

„საქართველო უახლოვდება ნატოს წევრობას, მაგრამ გვაქვს პრობლემებიც. დარწმუნებული ვარ, რომ სამიტზე აღიარებენ თქვენი ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესს, პოლიტიკური კონსენსუსი უმრავლესობას შორის არსებობს, მაგრამ ბევრს აღელვებს ის რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულია საქართველოს ორი რეგიონი, ეს მათთვის პრობლემას წარმოადგენს არა მხოლოდ სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური კუთხითაც. ვითარება რთულია, მაგრამ აუცილებლად შეიცვლება პოზიტიური მიმართულებით,“- განაცხადა