ინციდენტი ცირკში: სპილო მაყურებლებში გადავარდა (ვიდეო)

09 July, 2018   4 თვის 1 კვირის წინ
526

გერმანიაში, ერთ-ერთი საცირკო წარმოდგენის დროს ინციდენტი მოხდა: საცირკო ნომერს სამი სპილო ასრულებდა, რა დროსაც სპილოებმა იჩხუბეს, ერთ-ერთი სპილო დარბაზში, მაყურებელთა რიგებში გადავარდა. შეშინებული მაყურებელი დარბაზიდან გაიქცა, თუმცა მოგვიანებით, როცა მწვრთნელმა ცხოველები დაამშვიდა, ისინი დარბაზში დაბრუნდნენ და წარმოდგენაც გაგრძელდა.

სპილოს დაცემისგან ერთ-ერთი მაყურებელი დაშავდა. დაზარალდა თავად ცხოველიც. მან ფეხი იღრძო.