"Made In Georgia" - ხორვატიის ნაკრების ფორმა საქართველოში შეკერეს

2018-07-08 13:07:56
1389

ხორვატიის ნაკრების 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფორმები საქართველოშია დამზადებული. ამის შესახებ ინფორმაცია Nike-ის ბრენდის ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული.

ვებგვერდზე განთავსებული ფორმების იარლიყზე წარწერაა "Made In Georgia".

გუშინ, ხორვატიის ნაკრებმა რუსეთის ფედერაციის გუნდი პენალტების სერიაშიდაამარცხა.

ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატმა რუსეთში სტარტი 14 ივნისს აიღო და 15 ივლისამდე გასტანს. საფეხბურთო მატჩების განრიგს და ანგარიშების შესახებ ყველა სიახლეს შეგიძლიათ გაეცნოთ ერთ გვერდზე.