ამერიკელი ანალიტიკოსი: „საქართველოში პორტების მშენებლობა–განვითარება ქვეყნის ნატო–სა და ევროკავშირში ინტეგრაციას შეუწყობს ხელს“

2018-07-05 15:54:39
1886

დიდ ინტერესს იწვევს ქვეყანაში მიმდინარე დიდი ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობის საკითხი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს პროექტები სტრატეგიული მნიშნელობისაა. ჩვენ შევეცადეთ, გაგვერკვია,  თუ რა დივიდენდის მომტანია ქვეყნისთვის და მოსახლეობისთის საქართველოში მშენებარე პორტები. ამ საკითხზე ჩვენ უკვე შემოგთავაზეთ პოლიტოლოგების, ეკონომისტების, უსაფრთხოების თემაზე მომუშავე ექსპერტების მოსაზრებები. ექსპერტები თანხმდებიან, რომ ანაკლიისა და ბათუმის პორტების მშენებლობა-განვითარება შავ ზღვაზე სტრატეგიული პოზიციის დაკავების რეალური შესაძლებლობაა.  ისინი ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ, რომ სატრანზიტო დერეფნის როლის რეალიზაცია როგორც ეკონომიკური, ასევე გეოპოლიტიკური ამოცანაა.

პორტების მნიშვნელობა რეგიონულ ჭრილში მიმოიხილა აზერბაიჯანელმა პოლიტოლოგმა ტოფიგ აბასოვმაც, რომელიც აცხადებს, რომ „საქართველოში პორტების განვითარება მთელი რეგიონის ინტერესებს მოემსახურება“

„აქცენტი“ დღეს საკითხზე  აშშის ყოფილი სახელმწიფო მდივნის ჯეიმს ბეიკერის ყოფილი მრჩევლი, ამერიკელი ანალიტიკოსის, ევრაზიის ქვეყნების დამოუკიდებელი მკვლევარის  პოლ გობლის მოსაზრებას შემოგთავაზებთ.  

ანალიტიკოსი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისა და ბათუმის ნავსადგურის ტერიტორიაზე თანამედროვე ტერმინალის მშენებლობის მნიშვნელობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ „ხსენებული პორტების განვითარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“.

„ამ პორტების განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია სამი მიზეზის გამო. პირველი, ეს ქართულ კომპანიებს უფრო მეტი ექსპორტის განხორციელებისკენ გაუხსნის გზას. მეორე, ეს პორტები საქართველოს საშუალებას მისცემენ, უფრო დიდი როლი შეასრულოს სხვადასხვა სახის ვაჭრობაში აღმოსავლეთ-დასავლეთში. და მესამე, ამ პროექტების განხორციელება საქართველოს ნატო–სა და ევროკავშირში ინტეგრაციას შეუწყობს ხელს“, – განაცხადა ანალიტიკოსმა „აქცენტთან“ საუბრისას.

 

ამავე თემაზე:

„სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებით, საქართველოს შეუძლია, ცენტრალური აზიის ქვეყნებს ეკონომიკური განვითარების სრულიად ახალი პერსპექტივა შესთავაზოს“

„პორტების მშენებლობითა და განვითარებით, საქართველოს აქვს შანსი, იქცეს რეგიონულ ჰაბად“

„სატრანზიტო დერეფნის როლის რეალიზაცია როგორც ეკონომიკური, ასევე გეოპოლიტიკური ამოცანაა“

„ანაკლიისა და ბათუმის პორტების მშენებლობა-განვითარება შავ ზღვაზე სტრატეგიული პოზიციის დაკავების რეალური შესაძლებლობაა“

“საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა ანაკლიისა და ბათუმის პორტების მნიშვნელობას კიდევ უფრო ზრდის”

აზერბაიჯანელი ექსპერტი: „საქართველოში პორტების განვითარება მთელი რეგიონის ინტერესებს მოემსახურება“

 „პორტის მშენებლობა უფრო გააძლიერებს საქართველოს კომერციულ და სტრატეგიულ მნიშვნელობას აშშ–თან“