ვანუატუ და ტუვალუ საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუციის მხარდამჭერთა შორისაა

2018-06-13 15:14:17
547

2018 წლის 12 ივნისს, ქ. ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ, 72-ე სესიაზე, კიდევ ერთხელ მიიღო საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუცია „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ". რეზოლუციას მხარი 81-მა ქვეყანამ დაუჭირა, 16 კი წინააღმდეგი იყო. 

აღსანიშნავია, რომ ვანუატუ და ტუვალუ საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუციის მხარდამჭერთა შორისაა.

შეგახსენებთ, რომ ვანუატუმ და ტუვალუმ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების – აფხაზეთისა და ცხივნალის რეგიონის დამოუკიდებლობა 2011 წელს აღიარეს. თუმცა აღნიშნული გადაწყვეტილება ვანუატუმ 2013 წელს გააუქმა, ხოლო ტუვალუმ –2014 წელს.

მიუხედავად ამისა ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი დაურ კოვე მედიის წარმომადგენლებსა და აფხაზურ საზოგადოებას ატყუებს და აცხადებს, რომ „საუბრები იმის შესახებ, რომ ვანუატუმ და ტუვალუმ გადაწყვეტილებები უკან გაიწვიეს, სიმართლეს არ შეესაბამება“ http://accent.com.ge/ge/news/details/53894 .