ერევანი საქართველოში ფაშინიანის ვიზიტს ამზადებს

2018-05-16 13:33:16
473

ოფიციალური ერევანი სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის საქართველოში ვიზიტზე მუშაობს. ამის შესახებ ფაშინიანმასპუტნიკს“ განუცხადა. გამოცემა დაინტერესდა, აპირებს თუ არა ის საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით 26 მაისს თბილისში ჩასვლას.


„საქართველოში რაც შეიძლება მალე ჩავალ. ახლა ვიზიტის საორგანიზაციო საკითხების მოგვარება მიმდინარეობს. როგორც კი ჩვენ ვადებზე შევთანხმდებით, მე აუცილებლად გაცნობებთ“, - განაცხადა ფაშინიანმა.

შეგახსენებთ, რომ 11 მაისს ფაშინიანსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. მხარეები უახლოეს დროში შეხვედრაზე შეთანხმდნენ.

გარდა ამისა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლის იუბილეზე სომეხი კოლეგა არმენ სარქისიანი დაპატიჟა.