მიხეილ სააკაშვილს ჰოლანდიის სასამართლოში უჩივიან

2018-05-16 10:00:37
818

საქართველოს ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ჰოლანდიის სასამართლოში უჩივიან. ამის შესახებ სააკაშვილი "Facebook"-ში პირად გვერდზე წერს.

„ქართველი ხალხის მტერ ბანკირებისგან ერთ-ერთმა, ირაკლი რუხაძემ იქირავა ყველაზე ძვირადღირებული იურისტები და სარჩელი შეიტანა ჰოლანდიურ სასამართლოში ჩემს წინააღმდეგ პატივის და ღირსების დაცვაზე. როგორც ჩანს, მაფიას გონია, რომ გააჩნია პატივი და ღირსება. მაფია ცდილობს დისკომფორტი შემიქმნას ჰოლანდიაში. მე ამ ქართველი ხალხის ძარცვისგანგამდიდრებულებისგან განსხვავებით, ძვირადღირებული იურისტების ფული არ მაქვს, მაგრამ მალე ვესტუმრები მათ საქართველოში და ბოლო კაპიკამდე დავაბრუნებინებქართველი ხალხისთვის მათ მიერ წართმეულ ფულს“, - წერს სააკაშვილი.